6.11.23

შემოდგომის ზეიმი 2023 (141 ფოტო კადრი + ვიდეო რგოლი+ სრული ღონისძიების ჩამოსატვირთი ლინკი)


ქ.ხობის N2-ე საბავშვო ბაგა-ბაღში საშემოდგომო ზეიმი „შემოდგომა-ფერადი სამყარო“ ბაღის ლამაზად გაწყობილ ეზოში გაიმართა - სააღმზრდელო ჯგუფებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები მოაწყვეს და სტუმრად მისულ მშობლებს ხილითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. ბაღების აღსაზრდელებმა საკონცერტო მუსიკალური ნომრებისა და ცეკვის შემდეგ ტრადიციულ თათარობაში მონაწილეობა მიიღეს და აღმზრდელების დახმარებით, ჩურჩხელების ამოვლება ისწავლეს. სახალისო აქტივობებში პატარებთან ერთად მშობლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ლამაზი ღონისძიება ფერადი ფეირვერკებით დასრულდა.
სრული ღონისძიების ჩამოსატვირთი ლინკი: