ქ.ხობის N2-ე საბავშვო ბაგა-ბაღში საშემოდგომო ზეიმი „შემოდგომა-ფერადი სამყარო“ ბაღის ლამაზად გაწყობილ ეზოში გაიმართა - სააღმზრდელო ჯგუფებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები მოაწყვეს და სტუმრად მისულ მშობლებს ხილითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. ბაღების აღსაზრდელებმა საკონცერტო მუსიკალური ნომრებისა და ცეკვის შემდეგ ტრადიციულ თათარობაში მონაწილეობა მიიღეს და აღმზრდელების დახმარებით, ჩურჩხელების ამოვლება ისწავლეს. სახალისო აქტივობებში პატარებთან ერთად მშობლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ლამაზი ღონისძიება ფერადი ფეირვერკებით დასრულდა.
სრული ღონისძიების ჩამოსატვირთი ლინკი:
ხობის ბაღი # 2
ბაღი წითელქუდას ბლოგი
6.11.23
6.6.23
5.6.23
19.9.22
ქალაქ ხობის N1 და N2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ელისო კვიკვინიამ და „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორმა, ეკა ხასიამ მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღში 898 აღსაზრდელია ჩარიცხული.
13.9.22
ქ.ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს შემოღობვა დასრულდა
ქალაქ ხობში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, N2 საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა დასრულდა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 29268 ლარი შეადგინა.
სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, შპს „ ზე ბესთ გრუპ 2020“ აწარმოებდა.
21.6.22
29.5.21
26.5.21
11.11.19
Подписаться на:
Сообщения (Atom)