5.3.19

ნარგიზა ტუღუშს მადლობის სიგელი გადაეცა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ქარდავამ და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ ხობის N2 ბაგა-ბაღის მთავარ სპეციალისტს ნარგიზა ტუღუშს დაბადების დღე მიულოცეს. უსურვეს წარმატებები პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში და წარმატებული მენეჯერული საქმიანობისთვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.