2 მაისს, ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში გაიმართა „ღია კარის“ დღე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლამდელი ასაკის სხვადასხვა ჯგუფის აღსაზრდელები. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, აღსაზრდელების მშობლებთან ერთად გაეცნო საგაკვეთილო და საკვების მომზადების პროცესს.