5.10.15

ქ. ხობის N2 საბავშვო ბაღში სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა


ქ. ხობში N2 საბავშვო ბაღში სასწავლო წელი ახლად გარემონტებულ მაღალსტანდარტულ შენობაში საზეიმოდ გაიხსნა. პროექტი, რომლის ღირებულებაც 311645 ლარია, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფმა“ განახორციელა და ის რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. ბაღის შენობა ამორტიზების გამო მოითხოვდა სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო ახალი ელექტრო და საკანალიზაციო ქსელი, შიდა გათბობა, გარემონტდა ყველა ოთახი და სრულად გადაიხურა შენობა. 
N2 საბავშვო ბაღში გახსნილია 6 ჯგუფი. საბავშვო ბაღი გათვლილია 200 აღსაზრდელზე. აღსაზრდელთა რაოდენობა ამ ეტაპზე 163 შეადგენს.
საზეიმო გახსნას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას  ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.