ხობის N2 ბაგა-ბაღის მთავარ სპეციალისტს ქალბატონ ნარგიზა ტუღუშს, მასწავლებლებს ლალი დევნოზაშვილს, ქეთინო აბშილავას, აღმზრდელებს მაყვალა ბახტაძეს, ნანა რუხაძეს და თეა ლატარიას
(სკოლამდელი აღსაზრდელების 38-ე გამოშვება სკოლისაკენ ჰერი ჰერი )
ქალბატონო ნარგიზა, ჩემო მასწავლებლებო და აღმზრდელებო,
2014 წლის 30 დეკემბერს სამადლობელი წერილით მივმართე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ქალბატონ თამარ სანიკიძეს იმ მოტივით, რომ მინდოდა მთელი საქართველოსათვის ცნობილი გამხდარიყო თუ როგორი შესაძლებლობის მქონე და პროფესიონალი მასწავლებლები, აღმზრდელები და ზოგადად ადამიანები, მოღვაწეობენ სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კერძოდ ხობის N2 ბაგა-ბაღში. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ წერილის ერთი ეგზემპლარი ნიშნად მადლობისა გავუგზავნე ხობის N2 ბაგა-ბაღის მთავარ სპეციალისტს ქალბატონ ნარგიზა ტუღუშს, მასწავლებლებს, ამღზრდელებს და გაზეთ „ხობის მოამბეს“ რედაქციას დასაბეჭდად რითაც ვფიქრობდი, რომ ამით მადლობას ვეტყოდით სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში მოღვაწე ყველა მასწავლებლებს და ამღზრდელებს რომელთა ხელში გაგვივლია თითოეულ ჩვენთაგანს, რომელთა დახმარებით გავიარეთ საგულისხლო ეტაპი როგორც ადამიანებმა ცხოვრებაში, რომლებმაც განსაზღვრეს ჩვენი სამომავლო წარმატება და ხელი შეუწყვეს ადრეულ ასაკში ჩვენს მრავალმხრივ განვითარებას და ჩვენი როგორც ბავშვების სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბებას. ბატონებო, რაც დრო გადის მით უფრო მეამაყება რადგან წერილობითი ფორმით მადლობა გადაუხადე და „ჩრდილში“ მყოფ პროფესიონალიზმს გაუსვი ხაზი იმ ადამიანებისა რომლებიც რამოდენიმე ათეული წელია მოღვაწეობენ ხობის N2 ბაგა-ბაღში. ბატონებო, არ დაგავიწყდეთ იმ ბაღის სადაც გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით დაწყებული პროექტის „საქართველოში რისკის შემცირების სისტემის გაძლიერება“ კორდინატორებმა შეარჩიეს საქართველოს მთელი მაშტაბით სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთადერთი ბაღი და ჩატარდა ტრენინგები და მოხდა ხანძრის სიმულაციის ინსცენირება რაც გაშუქებულ იქნა სამაუწყებლო კომპამიების მიერ და მართლაც ამაყი დავრჩი და დავრწმუნდი კიდევ ერთხელ ჩემი წერილის დასაბუთებულობაში და ხობის N2 ბაგა-ბაღის მთავარი სპეციალისტის და იქ მოღვწე მასწავლებლებისა და ამღზრდელების პროფესიონალიზმში და კვალიფიკაციაში.
ბატონებო მინდა ყველამ იცოდეს, სამოქალაქო საზოგადოებაში ვფიქრობთ, არ არსებობს საღად მოაზროვნე ადამიანი რომელიც არ აღიარებდეს და არ ეთანხმებოდეს იმ გარემოებას, რომ სკოლამდელი განათლება არის საგულისხმო ეტაპი ადამიანი ცხოვრებაში, რომელიც დიდად განსაზღვრავს მის სამომავლო წარმატებას. უდაოა, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მრავალმხრივი განვითარება, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით სკოლისათვის და შემდგომი ცხოვრების მზაობის ხელშეწყობა ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების მყარ საფუძველს წარმოადგენს. ისიც უდაოა, რომ ბაშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის საჭირო გარემოსა და პირობების შექმნა
შესაძლებელია ერთობლივად, მშობლების ოჯახის სასწავლო დაწესებულების სახელმწიფოსა და სრულიად საზოგადოების მხრიდან. (თუმცა საზოგადოებაში სამწუხაროდ არიან ადამანები რომლებიც არ აცნობიერებენ ამ სფეროს მნიშვნელობას და არ ზრუნავენ ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაზე). აღნიშნული ფორმით თუ რატომ გადავწყვიტე წინამდებარე წერილის დაწერა და ამ შინაარსის წამძღვარება დასაბუთებულად ქვემოთ მოგახსენებთ.

გამომდინარე იქიდან, რომ სკოლამდელი განათლება ზოგადი განათლების წინმსწრები ეტაპია, რომელიც დიდად განსაზღვრავს მომავალში ბავშვთა პიროვნებად ჩამოყალიბებას, მის ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას და სწორედ ამ მიზნების განხორციელებას პროფესიული კომპეტენტურობიდან გამომდინარე სამ ათეულ წელზე მეტია ემსახურება ხობის N2-ე სკოლამდელი დაწესებულების მთავარი სპეციალისტი ქალბატონი ნარგიზა ტუღუში მისი თანამშრომლების-მასწავლებლებისა და აღმზრდელების თანადგომით. აღნიშნული გარემოების და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ჩემმა შვილმა ანდრია ახალაიამ 2015
წლის 30 ივნისს დაამთავრა ხობის N2 ბაგა-ბაღი და ეს იქნება მისი ბიოგრაფიის საწყისი და საამაყო ფურცელი გადავწყვიტე ქალბატონ ნარგიზა ტუღუშს, მასწავლებლებს ლალი დევნოზაშვილს, ქეთინო აბშილავას და აღმზრდელებს მაყვალა ბახტაძესა ნანა რუხაძეს და თეა ლატარიას (ბოდიშს ვიხდით იმის გამო, რომ ყველა მასწავლებლისა და აღმზრდელის სახელი და გვარი არ არის წერილში მითითებული) კიდევ ერთხელ მათ მიერ ბავშვებისათვის მიწოდებული სკოლამდელი განათლების, აღზრდის, ინტელექტუალური, ფიზიკური, სოციალური და ემოციური განვითარებაისათვის რაც არის საგულისხმო ეტაპი ადამიანის ცხოვრებაში, გადაუხადო მადლობა წინამდებარე წერილით და იმედს ვიტოვებთ სახელმწიფოს შესაბამისი დაწესებულებების უფლებამოსილი პირების მხრიდანაც გამოთქმული იქნება ამ ადამიანების მიმართ სამადლობელი, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროა სკოლამდელი განათლების დაწესებულებები არ შედის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში და მიმაჩნია, იმისათვის, რომ სკოლამდელი განათლების დაწესებულებები უფრო ძლიერი და მოწონებული იყოს საზოგადოევისაგან ასევე მეტად განისაზღვროს ბავშვის სამომავლო წარმატება აუცილებელია იყოს არა ადგილობრივი თვითმართველობების არამედ განათელების სამინისტროს დაქვემდებარებაში და მომუშავე პირებს აღუდგეთ მასწავლებლის სტატუსი.

ქალბატონო ნარგიზა დიდი მოკრძალებითა და პატივისცემით გვინდა მოგილოცოთ ხობის N2 ბაგა-ბაღში სკოლამდელი აღსაზრდელების 38-ე გამოშვება და მოგიხადოთ უღრმესი მადლობა გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის რასაც თქვენ ემსახურებით სამ ათეულ წელზე მეტია. ღმერთმა დაგლოცოთ და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებთან და ამღზრდელებთან ერთად კიდევ დიდხანს იყავით ბავშვებისათვის სკოლამდელი განათლების, ბავშვების მრავალმხრივი განვითარების, ბავშვების სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბების საფუძვლების ბაზისად, აღმზრდელად და მასწავლებლად . თქვენ ხართ ადამიანი რომელსაც თქვენი კომპეტენტურობიდან გამომდინარე შეგიძლიათ გაატაროთ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები ისე რომ არ გამოიწვის სახელმწიფოს არსებითი ინტერესების დარღვევა სკოლამდელ საგანმანათლებლო სფეროში.
პატივისცემით
ს.ს.ი.პ „საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციის“ წევრი-ადვოკატი:
დავით ახალაია