20.11.14

სამადლობელო წერილი ბატონ კახაბერ ნადარაიას

ქ.ხობის №2 საბავშვო ბაგა-ბაღში  წლების მანძილზე-სველ წერტილებს წყალი არ მიეწოდებოდა.
            ამ დღეებში კი ამ სიტუაციით დაინტერესდა, ჩვენი აღსაზრდელის-პატარა ქეთევანის მამა, ბატონი კახაბერ ნადარაია, რომელმაც მთელ შენობაში აღადგინა წყლის სისტემა.
            ამბობენ: „ქანდაკებას შესახედაობა ამშვენებს-ადამიანს მისი საქმეო“.  ბატონი კახას კეთილი საქმით, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს უკვე სუფთა წყალი მიეწოდებათ.
        გმადლობთ  ბატონო კახა,  ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს დახმარებას.

ქ.ხობის 2 საბავსვო ბაგა-ბაღის: აღსაზრდელები
                                                              კოლექტივი,
                                                              მშობლები.