10.12.12

აბა როდის თუ არა დღეს


    აბა როდის თუ არა დღეს, ხო ნინო დღეს გადავწყვიტე ღია წერილი მიმეწერა შენი ბაღის აღმზრდელებისთვის, მიუხედავად იმისა რომ, მათ კარგად  იციან „მოუცლელი დედის ამბავი“, როგორც ყოვლთვის მე ამ ზეიმზეც დავაგვიანე მაგრამ...დარბაზი არ იტევდა სიხარულს და ემოციას, სულ 5 წუთის დაწყებული იყო მხიარული ჯამბაზების ცერემონიალი, დარბაზი ცირკის არენას გავდა ცისარტყელას ფერებში, ბუშტებში ...ქეთათოს, მაკაკოსა და ბომბორას გვერდით კიდევ ბევრი ჯამბაზი იდგა, რომლებიც სხვადასხვა გასართობ ნომრებს, იუმორულ შარჟებს სთავაზობდა მაყურებელს. გაგიკვირდებათ და მათ იუმორში სიხარულთან ერთად, მათი საზრუნავი და ტკივილიც კარგად ჩანდა, თუმცა ბაგა-ბაღი „წითელქუდა“-ს აღმზრდელები იმითაც ხომ მადლიერნი არიან, რომ მათ ასეთი სათუთი, ფაქიზი და საყვარელი მომავალი მივანდეთ.  არადა შვილების აღზრდა-განათლება ხომ უდიდესი საზრუნავია...
P.S. გისურვებთ არ გაგნელებოდეთ სურვილი იყოთ, მხიარულნი, კეთილნი, სულგრძელნი, რათა კიდევ ბევრი მომავალი თაობა აღზარდოთ.

ნინო და თამარის დედა ჯენეტ ბერაია