6.11.23

შემოდგომის ზეიმი 2023 (141 ფოტო კადრი + ვიდეო რგოლი+ სრული ღონისძიების ჩამოსატვირთი ლინკი)


ქ.ხობის N2-ე საბავშვო ბაგა-ბაღში საშემოდგომო ზეიმი „შემოდგომა-ფერადი სამყარო“ ბაღის ლამაზად გაწყობილ ეზოში გაიმართა - სააღმზრდელო ჯგუფებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები მოაწყვეს და სტუმრად მისულ მშობლებს ხილითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. ბაღების აღსაზრდელებმა საკონცერტო მუსიკალური ნომრებისა და ცეკვის შემდეგ ტრადიციულ თათარობაში მონაწილეობა მიიღეს და აღმზრდელების დახმარებით, ჩურჩხელების ამოვლება ისწავლეს. სახალისო აქტივობებში პატარებთან ერთად მშობლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ლამაზი ღონისძიება ფერადი ფეირვერკებით დასრულდა.
სრული ღონისძიების ჩამოსატვირთი ლინკი:


19.9.22

 

ქალაქ ხობის N1 და N2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ელისო კვიკვინიამ და „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორმა, ეკა ხასიამ მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღში 898 აღსაზრდელია ჩარიცხული.

13.9.22

ქ.ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს შემოღობვა დასრულდა

 


ქალაქ ხობში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, N2 საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა დასრულდა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 29268 ლარი შეადგინა.
სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, შპს „ ზე ბესთ გრუპ 2020“ აწარმოებდა.


25.12.19

საახალწლო განწყობა ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში

მალდობა ქალბატონ ეკა ხასიას გულთბილი მოლოცვისთვის

მალდობა ქალბატონ ეკა ხასიას გულთბილი მოლოცვისთვის ♥️
თქვენმა სიტყვებმა აგვავსო დადებითი ემოციებით ♥️
გილოცავთ დამდეგ შობა -ახალ წელს 🎊 სიყვარულით, მუდამ თქვენი გულშემატკივარი მეორე ბაღელები♥️


ხობის #2 საბავშვო ბაგა-ბაღი შეუერთდა აქციას ,,ნუ მოჭრი მორთე" ♥️



11.11.19

პროექტი ,,ჩემი უბანი"

პროექტი ,,ჩემი უბანი"
მზაობის ,,ა" ჯგუფი
აღმზრდელ მასწავლებელი:
სოფიო ზოიძე
აღმზრდელი:ასმათი ტყებუჩავა
,,ბ" ჯგუფი
აღმზრდელ მასწავლებელი:ლალი დევნოზაშვილი
აღმზრდელი:სოფიო ჯავახია

8.11.19

შემაჯამებელი მუშაობა თემაზე ,,შემოდგომა"

შემაჯამებელი მუშაობა თემაზე ,,შემოდგომა"
3-4 წლიანთა ,,ბ" ჯგუფი
აღმზრდელ-მასწავლებელი:
ქეთინო აბშილავა
აღმზრდელი: ნანა რუხაძე